''ნაციონალური მოძრაობის'' ულტიმატუმი ხელისუფლებას

06 ნოემბერი 2021, 21:21 1142 ნახვა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას  განცხადებით, ისინი ხელისუფლებას 24 საათიან ვადას აძლევენ, რომ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ.

განცხადება ნიკა მელიამ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან გააკეთა სადაც აქცია მიმდინარეობს.

„ხელისუფლებას ვაძლევთ 24-საათიან ვადას, რომ სამოქალაქო ჰოსპიტალში გადაიყვანონ. 24 საათი აქვს ბიძინა ივანიშვილს დრო იმისთვის, რომ თუ რაიმე საღი აზრის მარცვალი აქვს ხელისუფლებაში ვინმეს შერჩენილი, მიიღონ სწორი გადაწყვეტილება და გადაიყვანონ იქ, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

თუ ამას არ გააკეთებენ აქ ვინც ვართ და 30-ჯერ მეტიც, მთელი საქართველო თავისუფლების მოედანზე, ორშაბათს, საღამოს 8 საათზე შევიკრიბებით. დანარჩენი თუ რა არის მოთხოვნა თავისუფლების მოედანზე გამცნობთ"- განაცხადა ნიკა მელიამ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში