თოვლი მაღალმთიან აჭარაში

05 დეკემბერი 2016, 00:00 3895 ნახვა

მაღალმთიან აჭარაში კვლავ თოვს - ხაზების დაზიანების გამო შუქი არ მიეწეოდება ხულოსა და შუახევის ორიათასამდე აბონენტს.  “ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით დილიდან მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაობი. სასწავლო პროცესი შეჩერებლია თხილვანისა და გელაურას საჯარო სკოლებში.  ორივე მუნიციპალიტეტში ამოქმედებულია 24 საათიანი საგანგებო შტაბი. თოვლი საფარი მაღალი ზონის სოფლებში ერთ  მეტრს აღწევს. რაც შეეხება გოდერძის უღელტეხილს აქ თოვლის საფარმა ერთ მეტრს გადააჭარბა. საქართველოს  საავტომობილო გზების დეპარტამენტის, აჭარის დირექციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ხულო-გოდერძის მიმართულებით გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისთვისაა ნებადართული. ზურაბ სიხარულიძის თქმით, საჭიროების შემთხვევაში  მობილიზებულია 5 ერთეული მძიმე ტექნიკა.  მისივე   რეკომენდაციით  მსუბუქი ავტომობილის მძღოლებმა   მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი უნდა იქონიონ.

ამავე კატეგორიაში