სემეკ-ის თავმჯდომარის და ენერგოომბუდსმენის მოსმენა

08 ნოემბერი 2021, 15:05 855 ნახვა

პარლამენტში სემეკ-ის თავმჯდომარესა და ენერგოომბუდსმენს უსმენენ.დავით ნარმანია საკანონმდებლო ორგანოს 2020 წლის წლიურ ანგარიშს წარუდგენს. დეპუტატები გასულ წელს ენერგეტიკის სფეროში მიღწეულ სიახლეებსა და არსებულ გამოწვევებს გაეცნობიან.

მოხსენებაში აქცენტირებული იქნება ბუნებრივი აირის სექტორში უსაფრთხოების საკითხები, ასევე რეგიონებში ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემები და წყალმომარაგების სექტორში აღრიცხვიანობასთან დაკავშირებული გამოწვევები. კომიტეტის სხდომაზე 2020 წლის ანგარიშს ასევე წარადგენს ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი. ანგარიშში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობა იქნება ასახული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში