14 წელი 8 ნოემბრის მოვლენებიდან

08 ნოემბერი 2021, 18:02 1047 ნახვა

14 წელი 8 ნოემბრის მოვლენებიდან. 2007 წელს სპეცდანიშნულების რაზმმა ბათუმის უნივერსიტეტის ეზოში საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაშალა, შემდეგ შენობაში შეიჭრა და ლექციაზე მყოფი სტუდენტები და ლექტორ-მასწავლებლები ხელკეტებით დაარბია, რა დროსაც რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

საპროტესტო აქცია სტუდენტებმა 8 ნოემბერს დილით მოაწყვეს და წინა დღეს თბილისში დემონსტრაციის დაშლა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრა გააპროტესტეს.

როგორც სტუდენტები და ლექტორები იხსენებენ, მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ გვიან ღამით საგანგებო ვითარება გამოაცხადა.

14 წლის წინანდელ მოვლენებს იხსენებენ აქციის მონაწილეები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში