მუნიციპალიტეტების საკრებულოებში ფრაქციის შექმნის წესი იცვლება

08 ნოემბერი 2021, 20:06 1514 ნახვა

“ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებები იგეგმება, რომელსაც პარლამენტი განიხილავს. ცვლილებების თანახმად, მუნიციპალიტეტების საკრებულოებში ფრაქციის შექმნის წესი იცვლება.

ერთი პოლიტიკური პარტია მხოლოდ მხოლოდ ერთი ფრაქციის შექმნას შეძლებს. კანონპროექტის ინიციატორთა განმარტებით, საკრებულოში ფრაქციების შექმნის წესის ცვლილებით მცირე ფრაქციების ხელოვნურად შექმნა გამოირიცხება.ბათუმის საკრებულოში თითო-თითო ფრაქციის შექმნის შესაძლებლობა მხოლოდ ქართულ ოცნებასა და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შეუძლია. 

ასევე კიდევ ერთი ფრაქციის დარეგისტრირების შესაძლებლობა გახარიას პარტიას მოლაპარაკების შედეგად შეუძლია. თუ კონსესუსს „ლელოსთან“  ან დამოუკიდებელ დეპუტატთან მიაღწევს.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში