გლდანის ციხესთან ოპოზიციის აქციები არ გაიმართება - ნიკა მელია

08 ნოემბერი 2021, 21:59 744 ნახვა

გლდანის ციხესთან ოპოზიციის აქციები არ გაიმართება - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, გლდანის მე-18 დაწესებულებასთან აქციის გამართვა პროვოკაციად აღიქმება.

„არცერთი მსურველი გლდანის ციხესთან აქციის გამართვისა. მე, როგორც თქვენი მეგობარი გეუბნებით, რომ ეს აღიქმება პროვოკაციად. იქ, სადაც ახლა მიხეილ სააკაშვილი მოათავსეს და ამ ყველაფრისთვის ძალიან მძიმე ფასს გადაიხდიან. იქ, სადაც კრიმინალები ჰყავთ, ძალიან მძიმე დამნაშავეები ჰყავთ, „კანონიერი ქურდები“ ჰყავთ, იქ შეიყვანეს ახლა მიხეილ სააკაშვილი. იქ ახლა აქციის გამართვა არის ბროლის ოცნება „ქართული ოცნების“, რომ ბუნტის ინსცენირება მოახდინონ იქ და მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს და მერე რუსეთის ფედერაციის დაგეგმილი სპეცოპერაცია ჩვენ შემოგვაწმინდონ ტანზე. ამიტომ ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ფეხი აქედან არცერთმა ჩვენგანმა არ მოვიცვალოთ.

ასე ეტაპობრივად აზვირთდება პროტესტი. ნერვების ომიც მოსაგებია. არანაირი სახლი, დღეიდან სახლი და ოჯახი თავისუფლების მოედანია“,- განაცხადა მელიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში