მიკროავტობუსების ტექნიკური გამართულობის შემოწმება იწყება

09 ნოემბერი 2021, 11:46 1647 ნახვა

მერიის სპეციალური კომისია  ქალაქში მოძრავი  მიკრო ავტობუსების ტექნიკურ დათვალიერებას იწყებს. 

ადგილობრივი  საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის კონკურსი/ემ-2 კატეგორიის  ავტობუსებისათვის 15-16 ნოემბრიდან დაიწყება, ამავე პერიოდში სამარშუტო ხაზის მფლობელებმა  მერიის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ, 18 ნოემბრიდან კი  მიკროავტობუსების ტექნიკური დათვალიერება მოხდება, რომელიც 25 ნოემბრამდე  გაგრძელდა. 

მერიაში აცხადებენ, რომ ამ პროცედურების დასრულების შემდეგ, 1 დეკემბერს იქნება ცნობილი, რომელმა მიკროავტობუსმა დააკმაყოფილა მოთხოვნა.

ამ დროისთვის ქალაქში დღიურად 250-მდე მიკროავტობუსი მუშაობს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში