ოპოზიციის საპროტესტო აქცია იუსტიციის სამინისტროსთან

09 ნოემბერი 2021, 12:02 1190 ნახვა

საპროტესტო აქციები არ შეწყდება და გაიმართება სხვადასხვა წერტილში - ასეთია ოპოზიციის გეგმა.

ამ წუთებში კი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მხარდამჭერებთან ერთად იუსტიციის სამინისტროსთან არიან შეკრებილები.  

იუსტიციის მინისტრთან  კითხვები აქვთ და მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანასთან დაკავშირებით არგუმენტების მოსმენა უნდათ.

კანცელარიასთან შეკრებილები, რომლებმაც ღამე მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გაათენეს, იუსტიციის სამინისტრომდე მსვლელობით მივიდნენ. 

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში