12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების „ფაიზერით“ ვაქცინაცია ნებადართულია

09 ნოემბერი 2021, 15:10 1253 ნახვა

ქვეყანაში ეპიდვითარების სტაბილიზაციის ნიშნები არ არის. ყოველდღიურად ათასობით ახალი ინფიცირებისა და ათობით გარდაცვალების შემთხვევა ფიქსირდება.

ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ, რომ კოვიდკლინიკები გადატვირთულია. მედიკოსების თქმით კი, რეანიმაციაში მოთავსებული პაციენტების უმეტესობა აუცრელია, ამავე განყოფილებაში კი გახშირდა ბავშვების მკურნალობაც.

ამიტომ, იმუნიზაციის საბჭომ მხარი დაუჭირა ბავშვების იმუნიზაციას, ამის გარდა დადგინდა ასაკობრივი ზღვარიც ბუსტერ დოზების მსურველებისთვისაც.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში