ეს მათი ფანტაზიის ძალიან მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს - ხოშტარია კობახიძეს პასუხობს 

09 ნოემბერი 2021, 16:11 970 ნახვა

''დროას'' ლიდერი ამბობს, რომ ''ქართული ოცნების'' თავმჯდომარის განცხადება მისი მოწამვლაზე, მხოლოდ ყურადღების გადატანის მცდელობაა.

ელენე ხოშტარიას თქმით, მისი და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი ერთადერთი „ქართული ოცნებაა“.

''ეს მათი ფანტაზიის ძალიან მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს, ასევე ეს არის ყურადღების გადატანის მცდელობა აბსოლუტურად არაადეკვატურ და არარელევანტურ საკითხზე. 

ეს არის მიხეილ სააკაშვილის არაადამიანური მოპყრობის პირობებიდან გამოყვანა, ომბუდსმენს ვციტირებ და სამოქალაქო კლინიკაში წაყვანა. ამიტომ, ლაპარაკი რაღაც შეთქმულებებზე ან მცდელობა რაიმე დაპირისპირების ჩემს კოლეგებთან და მეგობრებთან, ან აქცენტებისა და ყურადღების გადატანა არ გამოუვათ. ერთადერთი, რაზეც მათ მოუწევთ ფიქრი, ეს არის ის პასუხისმგებლობა, რომელსაც ვერ მოიხსნიან მიხეილ სააკაშვილისა და ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მეტს მე ამ საკითხზე საერთოდ აღარ ვილაპარაკებ, მაქსიმუმ ვიცინო“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში