სუს-თან მიმდინარე აქციაზე ხმაური და დაპირისპირებაა - პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა

10 ნოემბერი 2021, 11:13 1256 ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ხმაური და დაპირისპირებაა. აქციის მონაწილეები სუს-ის შენობასთან დილიდან იკრიბებიან. 

სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს და ტერიტორიიდან პოლიციის ავტომობილებით გაიყვანეს. მათ შორის არიან პოლიტიკოსებიც. 

სუს-თან მიმდინარე აქციაზე ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მურმან დუმბაძე დააკავეს. დუმბაძე იმ დროს აიყვანეს, როცა ის თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილეს გოგა მემანიშვილს ესაუბრებოდა. 

''ვერ ხვდებიან კანონმდებლობის ფარგლებს, ვერ ხვდებიან მშვიდობიანი აქციის სამართლიანობის საფუძველს. მოვედით იმისათვის, რომ გავაპროტესტოთ და მოვითხოვოთ სუს-ის დეპოლიტიზაცია. ის არ იყოს პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებული. სამართალდამცველები არ ამბობენ თუ რა მიზეზით აკავებენ ადამიანებს'' - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. 

''საზოგადოებრივ წესრიგს არღვევენ. სახელმწიფო შენობების პიკეტირება და ბლოკირება იკრძალება'' - ასე უპასუხა მედიიის წარმომადგენლების კითხვებს თბილისის პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელმა. 

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 3 სხვადასხვა ადგილას აქცია იმართება. აქტივისტები ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებთან, ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან შეიკრიბნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში