მეხუთე ტალღას კლინიკები გადავსებული ხვდება

10 ნოემბერი 2021, 20:08 1109 ნახვა

რთული ეპიდვითარება საქართველოში. ბოლო რამდენიმე დღეა ინფიცირებულების რიცხვი თითქმის 6 ათასის ფარგლებშია.

როგორ განვითარდება სცენარი სპეციალისტების თქმით, ეს თავად მოქალაქეებზე იქნება დამოკიდებული, თუმცა ამ ვითარების გათვალისწინებით პოზიტიური მოლოდინი არ აქვთ. 1 დღეში გარდაცვლილთა რიცხვი 80-ს აღწევს.

შემცირებულია ნიღბის ტარების მაჩვენებელი, კლინიკებში კი მცირდება თავისუფალი საწოლების რაოდენობაც.

ინფიცირების შემთხვევები მომატებულია მოზარდებში, სწორედ ამ მიზნით, 12-15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მშობლების ნებართვის საფუძველზე "ფაიზერით" აცრაა შესაძლებელი.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში