პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის გლდანის დაწესებულებაში გადაყვანის კიდევ ერთ ვიდეოს ავრცელებს

11 ნოემბერი 2021, 16:30 1507 ნახვა

სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანის კიდევ ერთ ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ისმის ხმაც. კადრები რეანომობილშია გადაღებული და ასახავს ექსპრეზიდენტის საუბარს პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებთან.

პენიტენციურის გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ  სააკაშვილი არ ემორჩილებოდა  დაწესებულების თანამშრომლების კანონიერ მითითებებს.

''მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ ვიდეოკადრებს, რომელიც ასახავს პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან მე-18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში.

კადრებში ნათლად ჩანს, როგორ არ ემორჩილება დაწესებულების თანამშრომლების კანონიერ მითითებებს, იქცევა აგრესიულად და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს'' - წერია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში. 

ვიდეოში ისმის, რომ მიხეილ სააკაშვილის უარს ამბობს მანქანიდან გადასვლაზე და ციხის საავადმყოფოში მოთავსებაზე. 

''არცერთ ნაბიჯს არ გადავდგამ'', „წამიყვანეთ უკან რუსთავის ციხეში" - ამბობს ექსპრეზიდენტი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში