დიდთოვლობა ხულოში

08 დეკემბერი 2016, 00:00 4542 ნახვა

მცირე გამოდარების შემდეგ, გუშინ საღამოდან ხულოს მუნიციპალიტეტში ისევ თოვს. თოვლის საფარმა გოდერძის უღელტეხილზე 1 მეტრსა და 80 სანტიმეტრს, მაღალი ზონის სოფლებში კი მეტრნახევარს, ხოლო დაბლობში 1 მეტრამდე თოვლის საფარი ფიქსირდება. თოვლმა შეფერხებები შექმნა საავტომობილო მიმოსვლასთან და ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით. როგორც ხულოს გამგეობაში აცხადებენ, ამ დროისთვის ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია ფუშრუკაულის, სხალთის, ვაშლოვანის და დეკანაშვილების ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი რამდენიმე სოფელი, სადაც მიმდინარეობს სამუშაოები და ელექტროენერგიის მიწოდება მალე, აღნიშნულ სოფლებსაც აღუდგებათ. პარალელურად, დაწყებულია გზის გაწმენდითი სამუშაოებიც. ამ დროისათვის ღორჯომის, ხიხაძირის და ვაშლოვანის მიმართულებით მუშაობს აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ხულოს წარმომადგენლობის 7 ერთეული მძიმე ტექნიკა. დღის მეორე ნახევარში მათ შეუერთდება კიდევ 8 ერთეული ტექნიკა და გზები დანარჩენ სოფლებშიც პერიოდულად გაიწმინდება.

ამავე კატეგორიაში