შუახევში თოვლის საფარი მეტრ-ნახევარს აღწევს

08 დეკემბერი 2016, 00:00 4598 ნახვა

შუახევის მთელ ტერიტორიაზე თოვს. ღამით ძლიერი ქარბუქი იყო. თოვლის საფარი დაბალ ზონაში 30-50 სანტიმეტრია, მაღალი ზონის სოფლებში კი, თოვლის საფარი 120-140 სანტიმეტრს აღწევს. შეჩერებულია საავტომობილო გზებზე მოძრაობა. ორხიდიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელია ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრებამდე. ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის შუახევის მონაკვეთზე მოძრაობა ნებადართულია. ღამით კვლავ დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. დენი მუნიციპალიტეტს ღამით საათებში წყვეტილად მიეწოდებოდა. ამჟამად ელექტროენერგია არ მიეწოდება ბარათაულის, ჭვანის, წყალსაყრის, ოლადაურის, უჩამბის, ნაწილობრივ შუახევის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებს. მუშაობს საჯარო სკოლების დიდი ნაწილი, სახელმწიფო დაწესებულებები, მოსახლეობა უზრუნველყოფილია სათბობით. სააღმზრდელო დაწესებულებიდან მუშაობს მხოლოდ დაბისა და ჭვანის ბაგა-ბაღები. საგანგებო შტაბი 24 საათიან რეჟიმში კვლავ აგრძელებს მუშაობას.

ამავე კატეგორიაში