ხელვაჩაურში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებს

12 ნოემბერი 2021, 10:44 729 ნახვა

ხელვაჩაურში სექტემბერ-ოქტომბერში გააქტიურებული მეწყრული პროცესების შედეგად მუნიციპალიტეტს  ნახევარ მილიონზე მეტი  ლარის ზარალი მიადგა.

საგზაო დეპარტამენტში განმარტავენ, რომ დამეწყრილ ლოკაციებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების განსახორციელებლად ტენდერი მიმდინარე კვირის ბოლომდე გამოცხადდება.

სამუშაოები მახოს თემის 10 ლოკაციაზე, ასევე,  ზედა წინსვლის და ყოროლისთავის ცენტრალურ გზაზე განხორციელდება.

სტიქიის შედეგად დაზიანებულია სოფელ განთიადში მისასვლელი გზაც, აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება ორი კვირაა აკრძალულია, გეოლოგების დასკვნების მიხედვით დაზიანებული საავტომობილო გზა აღდგენას არ ექვემდებარება და  ინფრასტრუქტურული სამუშაეობის განხორციელება შეუძლებელია, საგზაო დეპარტამენტში განმარტავენ, რომ აღნიშნულ სოფელში უწყებამ ალტერნატიული გზა გაიყვანა.

თვითმმართველობაში სიტყვიერად გვითხრეს, რომ დამეწყრილი სოფლიდან ოჯახების ნაწილი თვითმმართველობამ ქირით გაიყვანა და დარჩენილ ოჯახებსაც უახლოეს დღეებში გაასახლებენ.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში