სააკაშვილი შიმშილობას აგრძელებს

12 ნოემბერი 2021, 15:00 1215 ნახვა

მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას აგრძელებს და არ აპირებს გადაწყვეტილების შეცვლას, იქამდე ვიდრე მის მიერ გაჟღერებულ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს ხელისუფლება, რაც შიმშილობის შეწყვეტის შემთხვევაში მის რეაბილიტაციას ეხება და რაზეც საუბარია სტრასბურგის გადაწყვეტილებაში.

ერთ-ერთი ადვოკატი აცხადებს, რომ შიმშილობის ამ ფაზაში მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა  არაპროგნოზირებადია. სააკაშვილი უარს ამბობს გადასხმებზეც.

მიხეილ სააკაშვილთან გლდანის ციხეში შევიდა მისი ამერიკელი უფლებადამცველი, მას ასევე შეხვდა ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა, ლიზა იასკო კი  4 დღიანი  ლოდინის შემდეგ დღეს მოინახულებს მიხეილ სააკაშვილს.

ცნობისთვის, ვლადიმერ ზელენსკიმ  ირაკლი ღარიბაშვილთან სატელეფონო საუბრის დროს ხაზი გაუსვა მიხეილ სააკაშვილს დედასა და ნათესავებს ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის აუცილებლობაზე - ამას ამბობენ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. 

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში