ევროკავშირის საბჭო შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

08 დეკემბერი 2016, 00:00 3373 ნახვა

2016 წლის 7 დეკემბერს მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა დაადასტურა ევროკავშირის საბჭოს სახელით ევროპარლამენტთან შეთანხმებული ტექსტი შეჩერების მექანიზმის განხილვის რეგულაციაზე, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ყველა არსებული ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებებთან მიმართებაში. შეთანხმების მიღწევა მოხდა ევროკავშირის საბჭოს, ევროპარლამენტის და ევროკომისიის შორის, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში. თავის მხრივ, ევროკავშირის საბჭოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრი რობერტ კალინაკი აცხადებს, რომ „ეს შეთანხმება დაბალანსებულია და უკიდურესად მნიშვნელოვანია ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის როგორც ეფექტურობისთვის, ასევე სანდოობისთვის“.

ამავე კატეგორიაში