საგარეო უწყების განცხადება

08 დეკემბერი 2016, 00:00 3489 ნახვა

საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებაზე განცხადებას ავრცელებს.  უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ შეთანხმება მნიშვნელოვანია საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის თვალსაზრისით და პირდაპირ უკავშირდება საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების საკითხს.  განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე შესაბამისი რეგულაციის ცვლილების საბოლოო ტექსტის შეთანხმების მიზნით სამმხრივი კონსულტაციები მომდევნო კვირაში გაიმართება.

ამავე კატეგორიაში