ინფლაცია არის პრობლემა, ამაზე ყოველთვის ვსაუბრობთ და არ გავურბივართ, პანდემიამ დატოვა ეს პრობლემა - ნათია თურნავა

15 ნოემბერი 2021, 13:06 1279 ნახვა

ინფლაცია არის პრობლემა, ამაზე ყოველთვის ვსაუბრობთ და არ გავურბივართ. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ პანდემიამ დატოვა ეს პრობლემა, - ამის შესახებ  ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება მუშაობს, რომ ქვეყანაში სიღარიბის პრობლემა მოგვარდეს.

"თუ მსოფლოში ინფლაციის დონეს შევხედავთ, ყველგან იზრდება, მაგრამ ჩვენი მოსახლეობისთვის ეს მეტად მტკივნეულია. ამით არის განპირობებული თუნდაც ის ინიციატივა, რაც მედიკამენტზე ფასების დარეგულირებას შეეხება და რაზეც აქტიურად ვმუშაობთ.

რაც შეეხება სიღარიბის დონეს, ეს არის ელემენტარული სტატისტიკა. 2005-2006-2007 წლებში, როდესაც ეკონომიკა მაშინაც საკმაოდ მაღალი ტემპით იზრდებოდა და თუ არ ვცდები, 2007 წელს ორიშნა ზრდაც იყო, სიღარიბე ლამის 39-40%-ს აღწევდა. 2018-2019 და 2020 წელს პანდემიის მიუხედავად, სიღარიბის დონე იგივე მაჩვენებელზე იყო. ზრდა გახდა არა უბრალოდ ეკონომიკური ზრდისთვის, არამედ მეტად ინკლუზიური იმისთვის, რომ ზრდის სიკეთე მთლიანად მოსახლეობას მოხმარდეს. როგორ ხდება ეს? გვაქვს მაღალი ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ეს არ არის თვითმიზანი. მიზანი არის ის, რომ გაზრდილი ეკონომიკიდან მეტი გადასახადი შემოვიდეს და ბიუჯეტიდან მეტი სოციალური თუ ბიზნეს პროექტი დაფინანსდეს. ეს არის ამის მექანიკა,  ის რომ, პრობლემები არსებობს, რა თქმა უნდა, ეს ასეა. ჩვენ ამას თვალს ვუსწორებთ და ამის აღმოფხვრაზე ვმუშაობთ“,-განაცხადა ნათია თურნავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში