ოპოზიციამ მთხოვა, მეშუამდგომლა სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე, შემდეგ კი თქვეს, გორში აპირებენ გადაყვანას და ოსებზე გადაცემასო - კახა კუჭავა

15 ნოემბერი 2021, 16:30 1124 ნახვა

რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელმა მთხოვა, პარლამენტის მხრიდან მეშუამდგომლა სააკაშვილის გადაყვანაზე და გორის ჰოსპიტალზეც იყვნენ თანახმა. ზუსტად მეორე დღეს ოპოზიციური სპექტრი ამბობს, რომ გორში აპირებენ გადაყვანას და შემდეგ ოსებზე გადაცემასო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ პარლამენტში, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, ტრაგედიაა, როდესაც ფაქტებით მანიპულირება ხდება.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ის, რაც ნამდვილად ადარდებს, არის ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც კიდევ 9 დეპუტატი დაემატა.

„შექმნილი მდგომარეობა, ნამდვილად საჭიროებს სწორ ანალიზს და სწორ პასუხებს. ბოლო დღეების განმავლობაში სამწუხაროა განცხადებები, მათ შორის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებისგან, არა მხოლოდ ექიმებისგან. ერთი დღე იყო ძალიან მძიმედ, ცუდად, ვერ დადიოდა, რამდენიმე საათში გახდა კარგად,  რადგან სასამართლოზე უნდოდათ მონაწილეობის მიღება. სიმართლე სადაა ვეღარ გავიგე. აი, ესაა რეალური ტრაგედია. ასევე ტრაგედიაა, როდესაც მანიპულირება ხდება ფაქტებით. სამწუხაროდ, საერთოდ დაკარგულია გულწრფელობა, როდესაც მით უმეტეს ჩემთან მოდიან, მთხოვენ დახმარებას.

მაგალითისთვის, როდესაც მოსული იყო რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, მთხოვეს, პარლამენტის მხრიდან მეშუამდგომლა გადაყვანაზე და გორის ჰოსპიტალზეც იყვნენ თანახმა, ზუსტად მეორე დღეს ოპოზიციური სპექტრი ამბობს, რომ გორში აპირებენ გადაყვანას და შემდეგ ოსებზე გადაცემასო. თან პრობლემის გადაჭრისთვის ვითომ გზებს გვთავაზობენ და ამავე დროს, ცდილობენ ამავე საკითხებით მანიპულირებას და წინსწრებით, გარკვეული სპეკულაციებით უფრო დაძაბონ მდგომარეობა. ფაქტი ერთია, არიან ექიმები, რომლებმაც უნდა მიიღონ გადაწყვეტილება და არა პოლიტიკოსებმა, რამდენად საჭიროება არის თუ არ არის“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში