2022 წლის ბიუჯეტი მერიის მრჩეველთა საბჭოს გააცნეს

15 ნოემბერი 2021, 17:56 1517 ნახვა

ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტი 251 მილიონი ლარით განისაზღვრა. საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა დღეს მუნიციპალიტეტის პროგრამული ბიუჯეტი მერთან არსებულ მრჩეველთა საბჭოს წევრებს გააცნო. როგორც ამბობს,  მომავალი წლის ბიუჯეტი არსებულთან შედარებით თითქმის 45  მილიონი ლარით  არის გაზრდილი. ცვლილებებია ინფრასტრუქტურის, განათლება-კულტურისა და ჯანდაცვის მიმართულებით. 2022 წელს იგეგმება ახალი პროექტის  „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ განხორციელება, რომლისთვის 20 მილიონი ლარი დაიხარჯება. მრჩევლებს პროგრამულ პრიორიტეტებში გასათვალისწინებელი ცვლილებებისთვის შენიშვნების  წარდგენის ვადა 18 ნოემბრამდე აქვთ. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში