ბიუჯეტის საჯარო განხილვა

16 ნოემბერი 2021, 14:37 1202 ნახვა

ბათუმის მერიამ ადმინისტრაციულ ერთეულებში მომავალი წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა დაიწყო. აეროპორტის დასახლების მცხოვრებლებს მერიის წარმომადგენლებმა იმ პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომელიც  მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტშია გათვალისწინებული.

ამბობენ, რომ მომავალ წელსაც პრიორიტეტული მიმართულებაა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ასევე მომავალი წლიდან დაიწყება ავარიული სახლების რეაბილიტაციის პროგრამა.

საჯარო განხილვაზე მოსახლეობამ ქუჩების რეაბილიტაციაზე, გარეუბნებში სკვერების მოწყობასა და ჯანდაცვის პროგრამების ხელმისაწვდომობაზე ისაუბრა.

საჯარო განხილვების შემდეგ ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს დასამტკიცებლად გადაეგზავნება.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში