უკრაინის სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილის სანახავად არ შეუშვეს

16 ნოემბერი 2021, 15:00 851 ნახვა

4 საათიანი ლოდინის შემდეგ ჩაბარდა ოფიციალურად ლუდმილა დენისოვას  იუსტიციის სამინისტროსგან   ის დოკუმენტი, რომელის მიხედვითაც მას უარი ეთქვა მიხეილ სააკაშვილთან შესვლაზე.  მან უწყების გადაწყვეტილებას აბსურდული უწოდა. 

დენისოვა ამბობს, რომ  მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში დარღვეულია ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლი, რასაც მისი განცხადებით შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. უკრაინის სახალხო დამცველი კი ისევ ელოდება ციხეში შესვლას და მიხეილ სააკაშვილის მონახულებას.   

სააკაშვილის ადვოკატი ოთარ თუთბერიძისთვის იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება სამარცხვინოა და თავადვე ხსნის მიზეზს, თუ რატომ არ უშვებენ ციხეში ლუდმილა დენისოვას.

უფლებადამცველს მიაჩნია, რომ პენიტენციურ სამსახურს უნდა სააკაშვილის უფლებრივ მდგომარეობაზე ინფორმაციის დამალვა.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში