კორონავირუსით კიდევ 83 პაციენტი გარდაიცვალა - საკოორდინაციო საბჭოს სხდომა

16 ნოემბერი 2021, 15:00 1318 ნახვა

ეპიდსიტუაცია ქვეყანაში კვლავ დაძაბული რჩება - ყველაზე მძიმე ინდიკატორი რთულდება - აცხადებს ამირან გამყრელიძე.  

სპეციალისტების თქმით, ეპიდემიის გავრცელების ხელშემწყობია მობილობის მაღალი მაჩვენებელი, თუნდაც მიმდინარე აქციების პროცესი.  83 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდ 19-ით ბოლო 24 საათში საქართველოში.

რამდენიმე კვირაა ლეტალობის მაჩვენებელი   ყოველდღიურად  იზრდება. მხოლოდ ნოემბერში  კოვიდით 1095 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიას კი ჯამში 11 ათას 140 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საქართველო მსოფლიო კოვიდ რუკაზე გარდაცვალების და ახალი შემთხვევების რიცხვით ისევ პირველ ხუთეულშია.   ბოლო 24 საათში კოვიდი  5204 ადამიანს დაუდასტურდა  და ახლა ქვეყანაში  53 ათასამდე ინფიცირებულია. 

გუშინ 8 ათას 200-ზე მეტი ადამიანი აიცრა, შედეგად კი სრულად ვაქცინირებული მოზრდილი მოსახლეობის თითქმის 34 პროცენტია.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში