მამუკა ხაზარაძესა და ზურაბ ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შუწყდათ

16 ნოემბერი 2021, 16:39 1196 ნახვა

ზურაბ ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ. გადაწყვეტილება დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიიღეს.

მამუკა ხაზარაძემ და ზურაბ ჯაფარიძემ მანდატებზე უარი თავად თქვეს.

პლენარულ სხდომაზე გადაწყვეტილება ზურაბ ჯაფარიძის შემთხვევაში 79 ხმით მიიღეს. მამუკა ხაზარაძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ასევე 79 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი პარლამენტის ორმა წევრმა მისცა ხმა.

31 ოქტომბერს მამუკა ხაზარაძემ რუსთაველის გამზირზე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ საკანონმდებლო ორგანოს ტოვებს. 

ზურაბ ჯაფარიძემ კი მანდატის დატოვების შესახებ პირველ ნოემბერს განაცხადა.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში