უკრაინის სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილის სანახავად არ შეუშვეს

16 ნოემბერი 2021, 18:20 879 ნახვა

4 საათიანი ლოდინის შემდეგ ჩაბარდა ოფიციალურად ლუდმილა დენისოვას  იუსტიციის სამინისტროსგან  ის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც მას უარი ეთქვა მიხეილ სააკაშვილთან შესვლაზე.  მან უწყების გადაწყვეტილებას აბსურდული უწოდა.  დენისოვა ამბობს, რომ  მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში დარღვეულია ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლი, რასაც მისი განცახდებით, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.   რატომ არ შეუშვეს ლუდმილა დენისოვა მიხეილ სააკაშვილთან ციხეში. იუსტიციის მინისტრი მიზეზების ასახსნელად კანონმდბელობას იშველიებს, რომლის მიხედვითაც  როგორც ამბობს,  არ აქვთ ვალდებულება დენისოვა ციხეში შეუშვან. კიდევ ერთ გარემოებას გაუსვა მან ხაზი. ირკვევა, რომ ბრეგაძე უკმაყოფილოა უკარინის სახალხო დამცველის შეფასებით და თქვა, რომ ის ცალმხრივია.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში