სააკაშვილის შიმშილობის 47-ე დღე - საკითხზე ვნებათაღელვა არ ცხრება

16 ნოემბერი 2021, 19:52 1073 ნახვა

სტრასბურგის სასამართლო საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს, მიაწოდოს ინფორმაცია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და უზრუნველყოს მისთვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევა. მომჩივანს კი მოუწოდებს, შეწყვიტოს შიმშილობა. ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ბრიფინგი გამართა პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტმა, რომელთა ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, ასევე გაავრცელეს კადრები, რა რესურსი აქვთ დაწესებულებაში. ნიკა გვარამია კი დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ამბობს,რომ  მიხეილ სააკაშვილს გადაადგილება უჭირს და წინა ვიზიტთან შედარებით კიდევ უფრო დასუსტებულია.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში