ოკუპირებული ცხინვალის საპატიმროდან გადმოყვანილი გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობა

18 ნოემბერი 2021, 12:00 869 ნახვა

ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობა. არსებული ინფორმაციით, მას ოკუპირებული ცხინვალის  ციხეში ინსულტი განუვითარდა.  ბესტაევი   რეანიმაციულ განყოფილებაში   კომატოზურ მდგომარეობაშია, იმყოფება მართვით სუნთქვაზე.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 2 წლის წინ, უკანონოდ დაკავებული და ცხინვალში გასამართლებული გენადი ბესტაევი ადგილობრივმა რეჟიმმა საქართველოს ხელისუფლებას ორი დღის წინ გადმოსცა.  

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა   საქართველოს 53 წლის მოქალაქის   შეწყალების შესახებ განკარგულებას ხელი მას შემდეგ მოაწერა, რაც საბყრობილეში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.  

სავარაუდოდ ბესტაევის საკითხზე ისაუბრებენ ერგნეთში ინციდენტთა პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში მორიგ  შეხვედრაზე, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს.   

 მხარეები განიხილავენ ოკუპანტების მიერ ადგილობრივების უკანონოდ დაკავების ფაქტებს, ბორდერიზაციისა და ახალგორის გამშვები პუნქტის აღდგენის საკითხს.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში