სააკაშვილს, რომ ჰქონდეს კაცობა და ღირსება შიმშილობას შეწყვეტდა - კობახიძე

18 ნოემბერი 2021, 13:19 1018 ნახვა

''ქართული ოცნების'' თავმჯდომარის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არის პასუხისმგებელი ყველაფერზე, მათ შორის იმაზე, რომ ელენე ხოშტარია შიმშილობს. 

ირაკლი კობახიძის თქმით, ექსპრერზიდენტს, რომ ჰქონდეს კაცობა და ღირსება შიმშილობას შეწყვეტდა. 

"მიხეილ სააკაშვილი პასუხისმგებელია იმ ადამიანების ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე, რომლებიც ახლა შიმშილობენ. მას შეუძლია შეწყვიტოს თავის "ფეიკ" შიმშილობა და ამ შემთხვევაში ეს ბუნებრივია, პირდაპირ აისახება ამ ადამიანების ჯანმრთელობაზე. მას რომ ჰქონდეს კაცობა და ღირსება ამას გააკეთებდა, თუმცა, ნულოვანი კაცობა და ღირსება აქვს. ამით არის ის გამორჩეული. 

მიხეილ სააკაშვილი პასუხისმგებელია ყველაფერზე, მათ შორის იმაზე, რომ სხვები შიმშილობენ, ელენე ხოშტარია განსაკუთრებით, ის შიმშილობს უკვე 2 კვირაზე მეტია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სერიოზული რისკის ქვეშ, მიხეილ სააკაშვილი არის ამაზე პასუხისმგებელი პირდაპირ. მას რომ ჰქონდეს კაცობა, მარტო ამის გამო შეწყვეტდა  შიმშილობას, მაგრამ მის კაცობასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ჩვენი წარმოდგენა და ეს წარმოდგენა არის მყარი"- განაცხადა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში