მთავრობის სხდომა

09 დეკემბერი 2016, 00:00 3408 ნახვა

ჯანდაცვის რეფორმის მეორე, ახალი ეტაპი იწყება - ამის შესახებ განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. პრემიერ-მინისტრის თქმით, რეფორმები, რომლებიც სერვისების განვითარებაზეა ორიენტირებული, ჯანდაცვის სამინისტროს უკვე მომზადებული აქვს. დღესვე ცნობილი გახდა, რომ დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემა გაგრძელდება და ბინებით კიდევ 195 ოჯახი დაკმაყოფილდება. მთავრობის სხდომაზე ელექტროგადამცემი ქსელების განვითარების 10 წლიანი გეგმაც განიხილეს, რომელიც სისტემის მოდერნიზაციას ითვალისწინებს. დღესვე პრემიერმა ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციის შესახებაც ისაუბრა და საჯარო უწყებებს გონივრული გადაწყვეტილებების მიღებისკენ მოუწოდა.  

ამავე კატეგორიაში