ხვალ სამ ლოკაციაზე დაგეგმილი მსვლელობა გაუქმდა და აქცია 15:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება - ნიკა მელია

18 ნოემბერი 2021, 20:20 775 ნახვა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ხვალ დაგეგმილი მსვლელობა-მანიფესტაცია სამ ლოკაციაზე უქმდება და აქცია 15:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება.

"ჩვენ ხვალისთვის დაგეგმილ სამ ლოკაციაზე მანიფესტაცია - მსვლელობას ვაუქმებთ და ხვალ ყველას, ვისაც სჯერა, რომ შიმშილობა შიმშილობაა და არა დიეტა, ვისაც სჯერა, რომ ამ ყველაფერში თავიდან ბოლომდე ჩართულია რუსეთის სპეცსამსახურები, ვისაც სჯერა, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს არ უნდა კლავდნენ, გელოდებით 3 საათზე რესპუბლიკის მოედანზე“, - განაცხადა მელიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში