ალექსანდრე კობაიძე  პენიტენციურ სამსახურს განცხადებით მიმართავს

19 ნოემბერი 2021, 10:11 1116 ნახვა

იურისტი ალექსანდრე კობაიძე პენიტენციურ სამსახურს განცხადებით მიმართავს შეწყვიტოს დროებით მიხეილ სააკაშვილის საქმეებზე განაჩენის აღსრულება, ვიდრე მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა ასეთი კრიტიკულია.

კობაიძე ამბობს, რომ საქართველოს კანონმდებლობა იძლევა ამ შესაძლებლობას მაშინ, როდესაც პატიმრის ჯანმრთელობა მძიმეა და საჭიროებს მის სწრაფ ჰოსპიტალიზებას.

იურისტმა უკვე შეიტანა თხოვნა უწყებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში