ქედ-ქედის სკოლის სამშენებლო სამუშაოების დასრულებამდე ტენდერი გამოცხადდა

19 ნოემბერი 2021, 14:17 1228 ნახვა

სოფელ ქედ-ქედის  საჯარო  სკოლის ახალი შენობის მშენებლობის  დასრულების   სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა. 

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ  ახალი ტენდერი მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მშენებელმა კომპანიამ სამუშაოები ვერ დაასრულა და ვალდებულებების დარღვევის გამო მასთან ხელშეკრულება შეწყდა.

სკოლა 180 მოსწავლეზეა გათვლილი, შენობა უკვე აშენებულია,  ახალი ტენდერის შედეგად გამოვლენილმა კომპანიმ კი ფასადის, ინტერიერისა და ტერიტორიის სრული  კეთილმოწყობის  სამუშაოები  4 თვის ვადებში უნდა დაასრულოს.  

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში