საკონსტიტუციო კომისიას ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს

09 დეკემბერი 2016, 00:00 3014 ნახვა

საკონსტიტუციო კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე უხელმძღვანელებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისია იმავე ფორმატის  იქნება, როგორც იყო სამი წლის წინ, შემუშავებული პროექტის შეფასებაში კი აქტიურად ჩაერთვებიან უცხოელი პარტნიორები, განსაკუთრებით  ვენეციის კომისიის წევრები.  დადგენილების პროექტის თანახმად, კომისია მუშაობას შეუდგება მიმდინარე წლის ბოლომდე და კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტს მომავალი წლის 30 აპრილამდე შეიმუშავებს. ამის  შემდეგაც დაიწყება პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა და საპარლამენტო მოსმენები. ირაკლი კობახიძემ კომენტარი   საკონსტიტუციო კომისიის ფორმატთან  დაკავშირებით პრეზიდენტის ინიციატივაზეც გააკეთა. საკონსტიტუციო კომისიის ძველი წესით დაკომპლექტების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას პრეზდენტის მრჩეველი გამოეხმუარა, ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, დასანანია, რომ პარლამენტის თავდმჯომარემ პირველი სერიოზული ნაბიჯი ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე გადადგა. 

ამავე კატეგორიაში