იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს

19 ნოემბერი 2021, 15:23 921 ნახვა

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს.

"ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე და ასევე სტრასბურგის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად, რომელსაც ობსტრუქციული ძალის წაქეზებით არ ასრულებს პატიმარი სააკაშვილი ვთავაზობთ შემდეგს, რომ იგი გადაყვანილ იქნას ​გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინსიტროს სამხედრო ჰოსპიტალში. ეს არის ადგილი სადაც მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურად იქნება დაცული. ამ გადაწყვეტიულებით ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, არამედ სხვა ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, რომლებიც ახლა შიმშილობენ.

მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ მას გადაიყვანენ რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში. ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი სახის პროვოკაციის შემეთხვევაში, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პატიმრის გადაყვანას და სამედიცინო პერსონალის მუშაობას პატიმარი გადაყვანილი იქნება #18 დაწესებულებაში.

რაც შეეხება გარანტიებს: ეს არის შიმშილობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა, პროვოკაციებზე უარის თქმა იქნება ეს აქციები გორის ჰოსპიტალთან, თუ რაიმე სხვა დესტრუქციული ქმედება, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს, როგორც ექიმების მუშაობას, ასევე პატიმრის უსაფრთხოებას. ამისკენ მოვუწოდებთ ჩვენ ოპონენტებს."-განაცხადა რატი ბრეგაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში