ჩინეთის ხუთი მოქალაქე ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

19 ნოემბერი 2021, 18:24 2854 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე, რომლებსაც გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ედავება. მოსამართლის განმარტებით, არსებობდა ბრალდებულების მხრიდან მიმალვის და მტკიცებულებების განადგურების მაღალი საფრთხე. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა 7-8 ნოემბერს მომხდარი დაპირისპირების დროს ჯგუფურად იძალადეს რამდენიმე პირზე,  მათ შორის  არასრულწლოვანზე, კონფლიქტის დროს  ერთ- ერთი ბრალდებულიც დაშავდა. ის სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. საქმის გამომძიებლის ინფორმაციით, ჯგუფური ძალადობის გარდა,  ბრალდებულების მიმართ გამოძიება  ტრეფიკინგის მუხლითაც მიმდინარეობს, ისინი სხვადასხვა ქვეყანაში უკანონო საქმიანობას ეწეოდნენ, კონტაქტები აქვთ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც  და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი ორგანიზებულ დანაშულის შესახებ. დაცვის მხარე მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.  ადვოკატის ინფორცმაიით, ჩინეთის მოქალაქეები ბათუმში ბოლო რამდენიმე თვეა ცხოვრობენ,  ისინი  ჩინური სამზარეულოს რეკლამირებას ეწევიან, მათ ჩამოერთვათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და მიმალვას ვერ შეძლებდნენ.  რა გახდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის დაპირისპირების მიზეზი უცნობია. სხდომის დასრულების შემდეგ ერთ-ერთი ბრალდებული შეუძლოდ გახდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში