მესამე პრეზიდენტის გორში გადაყვანის მოლოდინში

19 ნოემბერი 2021, 19:40 1176 ნახვა

ყოფილი პრეზიდენტის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას მიესალმება მოქმედი პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ეს არის ადგილი, რომელიც სრულად აკმაყოფილებას ყველა სტანდარტს, როგორც სამედიცინო, ასევე უსაფრთხოების კუთხით. იგი გამოეხმაურა ელენე ხოშტარიას შიმშილობის შეწყვეტასაც. მიხეილ სააკაშვილს გლდანიდან გორის ჰოსპიტალში გადაყვანისთვის ამზადებენ. როგორც მისი თანაგუნდლეები ამბობენ, ექპრეზიდენტი ამას ხალხის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის აკეთებს. გორის სამხედრო ჰოსპიტალშია ჯანდაცვის მინისტრი. ეკატერინე ტიკარაძე ექიმებსა და კლინიკის დირექტორს შეხვდა.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში