მმართველი გუნდი: სააკაშვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

22 ნოემბერი 2021, 11:38 677 ნახვა

მესამე პრეზიდენტის გარშემო განვითარებულ პროცესებს ეხმაურებიან დღეს  დილიდან საკანონმდებლო ორგანოში. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ პროტესტმა, ბოიკოტმა და დასავლელი პარტნიორების ზეწოლამ შედეგი გამოიღო და მიხეილ სააკაშვილი გვიან, თუმცა მაინც გადაიყვანეს კლინიკაში. მათი თქმით, ხელისუფლება შეშინებულია.

რაც შეეხება მმართველი გუნდს, აცხადებენ, რომ ისინი ნაციონალური მოძრაობის დღის წესრიგით ვერ იცხოვრებენ, მათი თქმით, ოპოზიცია მოშიმშილე დეპუტატების ჯანმრთელობაზე არ ფიქრობდა და პასუხისმგებლობა სწორედ მმართველმა გუნდმა აიღო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში