ხელვაჩაურის მერის პირველი დღე

22 ნოემბერი 2021, 11:39 1588 ნახვა

დღეიდან შეუდგა უფლებამოსილების განხორციელებას ხელვაჩაურის ახალი მერი. ზაზა დიასამიძე პირველ სამუშაო დღეს მერიის სამსახურის უფროსებს შეხვდა და გაეცნო.

ხელვაჩაურის ახალი მერის განცხადებით, ახალთან ერთად ის გააგრძელებს დაწყებულ მნიშვნელოვან პროექტებს და პრიორიტეტული იქნება ხელვაჩაურის მოსახლეობაზე ზრუნვა.

ზაზა დიასამიძე ამ ეტაპზე საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს, თუმცა ამბობს, რომ შეივსება ვაკანტური ადგილები.

რაც შეეხება ჯუმბერ ვარდმანიძეს, ის მერიაში არა, თუმცა ქართული ოცნების გუნდის წევრად დარჩება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში