საკანონმდებლო საქმიანობაში დაბრუნება

22 ნოემბერი 2021, 18:02 957 ნახვა

მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა "ნაციონალური მოძრაობისთვის." პარტიაში ამბობენ, რომ ისინი სხდომათა დარბაზში მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობისთვის დაბრუნდებიან. მანამდე კი ხელახალი არჩევნების მოთხოვნით აქციებს აანონსებენ. განსხვავებული პოზიცია აქვთ "ლელოში".  ფრაქცია 2 ნოემბერს დაწყებულ პროტესტს წყვეტს და დღეიდან პარლამენტში მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში