სისუსტე დავამარცხე, დღეს პირველად ვჭამ უკვე საჭმელს - ელენე ხოშტარია

23 ნოემბერი 2021, 11:16 711 ნახვა

"დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ, რომელიც „ნიუ ჰოსპიტალსში“ მკურნალობს, საკვების მიღება დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

მისივე განმარტებით, მან სისუსტე დაამარცხა და დინამიკა კარგი აქვს.

,,სისუსტე დავამარცხე, ფეხებში ძალა ვიგრძენი, ანალიზები კარგი მაქვს, კითხვა დავიწყე, "ბასეინში წყალიც ჩამისხეს"

დღეს პირველად ვჭამ უკვე საჭმელს. ეს არის ჩემი ელარჯიც, მწვადიც, დედას პურიც, კრუასანიც, სტეიკიც, ღვინოში გამომცხვარი ხორციც, ჩინურიც…

დინამიკა იმდენად კარგია, რომ მგონი მალე გამომწერენ საავადმყოფოდან" - წერს ელენე ხოშტარია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში