5000-ზე მეტი ახალი შემთხვევა

23 ნოემბერი 2021, 14:30 608 ნახვა

დღითიდღე რთულდება ეპიდვითარება ქვეყანაში. დადასტურდა კორონავირუსის 5 085 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 62 ადამიანი. პანდემიამ საქართველოში ჯამში 11 553 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ მდგომარეობა საქართველოში უკვე შეუქცევადია და საგანგაშო ნიშნულს აღწევს. რასაც მათი თქმით, იმუნიზაციის დაბალი ტემპი განაპირობებს. რის გამოც არ გამორიცხავენ ვითარების კიდევ უფრო დამძიმებას.

ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ, რომ მთავრობის მიდგომა ამ მიმართულებით კრიტიკასაც კი ვეღარ უძლებს, ვინაიდან ისიც კი არ არის სათანადოდ უზრუნველყოფილი,  რომ მოსახლეობა მინიმალურ რეგულაციას მაინც იცავდეს და ეს შესაბამისად მოწმდებოდეს. კვლავ გამოწვევაა ამ მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი და თავშეყრის ადგილები. 

რაც შეეხება ვაქცინაციას, აქ შედარებით მომატებულია  მსურველთა რიცხვი, გასული დღე -ღამის განმავლობაში 9 ათას 594  ადამიან აიცრა, თუმცა ეს არ არის მაინც ყოველდღიურად ასაცრელი სამიზნე მოსახლეობის მაჩვენებელი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში