ვარდების რევულუციიდან 18 წელი

23 ნოემბერი 2021, 14:54 651 ნახვა

„ვარდების რევოლუციიდან“ 18 წელი გავიდა, რასაც წინ უძღოდა მასშტაბური აქციები 2 ნოემბრის არჩევნების შედეგების გამო.

საპროტესტო აქციებზე პრეზიდენტმა შევარდნაძემ ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდა, თუმცა ქალაქში სპეცრაზმი და ჯარის დანაყოფები გამოჩნდა. მოლაპარაკებისთვის შეხვედრები კი უშედეგოდ დასრულდა. 

ახალი პარლამენტის პირველ სხდომაზე, როცა ედუარდ შევარდნაძე მისასალმებელ სიტყვას კითხულობდა, მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით მომიტინგეები სხდომათა დარბაზში შეიჭრნენ.

შევარდნაძემ დაცვის თანხლებით დატოვა დარბაზი, შენობა ოპოზიციის მომხრეებმა დაიკავეს. 23 ნოემბერს შევარდნაძისა და ოპოზიციის ლიდერები ერთმანეთს შეხვდნენ, რის შემდეგაც პრეზიდენტი გადადგა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში