ვვარაუდობ, ხელისუფლებამ სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაციის შესახებ იცოდა -  სახალხო დამცველი 

23 ნოემბერი 2021, 16:10 1000 ნახვა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ვარაუდობს, რომ 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილისთვის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შეთავაზების მომენტისთვის, მთავრობისთვის ცნობილი იყო სტრასბურგის სასამართლოს მოწოდების შესახებ.

„მე რა თქმა უნდა მტკიცებულებები არ მაქვს და არ ვიცი, როდის მიიღო ხელისუფლებამ ოფიციალური დოკუმენტი სტრასბურგის სასამართლოსგან, თუმცა, ვვარაუდობ, მათ იცოდნენ, რომ სტრასბურგის სასამართლო ემზადებოდა მეორე დროებითი ღონისძიების გამოსაცემად. 

როგორც ჩანს, სააკაშვილის ადვოკატებს წარდგენილი ჰქონდათ სასამართლოში სახალხო დამცველის ექსპერტების მიერ გაცემული დასკვნა. შესაბამისად, ვფიქრობ რომ მაღალი ალბათობა იყო იმისა, რომ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ. რეალურად, იცოდნენ, რომ სასამართლო ექსპერტიზის გადაწყვეტილებას დაეყრდნობოდა“- განაცხადა ლომჯარიამ.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან ოფიციალური წერილი სამინისტრომ 19 ნოემბრის საღამოს, მას შემდეგ მიიღო, რაც იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში