მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

23 ნოემბერი 2021, 18:16 960 ნახვა

სახალხო დამცველის ვარაუდით, იუსტიციის სამინისტრომ იცოდა, რომ სტრასბურგის სასამართლო დროებითი ღონისძიების გამოსაცემად ემზადებოდა და ამიტომ შესთავაზეს მიხეილ სააკაშვილს გორის კლინიკაში გადაყვანა. რასაც უარყოფენ უწყებაში. რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, სახელმწიფო კონსილიუმის წევრები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ზოგადი ტენდენცია დადებითი გახდა. ამ წუთებში კი სახალხო დამცველი და ექსპრეტთა ჯგუფი ადგილზე ეცნობიან ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ასევე რამდენიმე სააათია ელოდება ყოფილ პრეზიდენტთან შესვლას მისი თანაგუნდელი.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში