მაღალმთიანეთში ისევ თოვს

10 დეკემბერი 2016, 00:00 2499 ნახვა

მაღალმთიან აჭარაში კვლავ ინტენსიურად თოვს. მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარის სიმაღლე 2 მეტრს აღწევს. დიდთოვლობის გამო, ინწკვირეთისა და ნაღვარევის მოსახლეობას რამდენიმე საათის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. პრობლემები შეიქმნა გადაადგილების კუთხითაც. ამ დრომდე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია სოფელ პანტნარის, გელაურასა და თაგოს,  ასევე ნაღვარევის,  ინწკვირეთის, კვიახიძეებისა და ლომინაურის მიმართულებით. აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, თემებთან დამაკავშირებელი გზები ინტენსიურად იწმინდება. ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალის ხულო-შუახევი-ხიჭაურის  მონაკვეთზე ტრანსპორტი თავისუფლად გადაადგილდება. 

ამავე კატეგორიაში