სახალხო არტისტის გიორგი ჩაჩავას ვარსკვლავის გახსნა

23 ნოემბერი 2021, 19:17 1217 ნახვა

სახალხო არტისტისა და ქორეოგრაფის გიორგი ჩაჩავას ვარსკვლავი გაიხსნა ანსამბლ "არსიანის“ შენობის წინ. გიორგი ჩაჩავა სუხიშვილების ანსამბლის სოლისტი და აჭარის აკადემიურ ანსამბლ „არსიანის“ სამხატვრო ხელმძღვანელია.

როგორც თავად ამბობს, ბოლომდე ბათუმელ მოცეკვავედ დარჩა და აჭარაში ვარსკვლავის გახსნა მისთვის დიდი პატივია. ვარსკვლავის გახსნას წინ უძღოდა კონცერტი, სადაც შესრულდა სიმღერები და იცეკვეს ქორეოგრაფიულმა ჯგუფებმა.

ღონისძიების ორგანიზატორი ანსამბლი "არსიანია" და გიორგი ჩაჩავა საქართველოს კულტურის პალატამ "ქორეოგრაფიის ბრწყინვალების ორდენით" დააჯილდოვა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში