მაღალმთიანეთში გადაუღებლად თოვს

11 დეკემბერი 2016, 00:00 3556 ნახვა

მაღალმთიან აჭარასი ინტენსიურად თოვს. თოვლის საფარი მაღალი ზონის სოფლებში ორ მეტრს აღწვს. უამინდობამ პრობლემები შექმნა, როგორც ელექტრო ენერგიის, ისე გადადგილების კუთხით. მაღალი ძაბვის სადენების დაზიანების გამო დენი არ მიეწოდება ხულოს მუნიციპალიტეტის არცერთ აბონენტს,  ხოლო შუახევში 70%-ს. როგორც კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიაში” აცხადებენ, აღდგენითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს.  გუშინ მოსული უხვი ნალექის გამო ხელახლა ჩაიხერგა სოფლებთან მისასვლელი გზები, რის გამოც მაღალი ზონის სოფლების უმრავლესობაში გადადგილება შეზღუდულია. .აჭარის საგზაო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ თემებთან მისასვლელი გზების გაწმენდითი სამუშაოები, ინტენსიურად მიმდინარეობს. იწმინდება ბათუმი-ახალციხის მაგისტრალიც.

ამავე კატეგორიაში