ის სააკაშვილი, რომელიც ვნახე უკრაინაში და ის მიხეილი, რომელიც ჰოსპიტალშია, სხვადასხვა ადამიანია - უკრაინელი ადვოკატი

24 ნოემბერი 2021, 17:23 563 ნახვა

გულწრფელად გეტყვით, ის მიხეილი, რომელიც მე ვნახე უკრაინაში და მიხეილი, რომელიც ახლა ჰოსპიტალშია, სხვადასხვა ადამიანები არიან, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის უკრაინელმა ადვოკატმა ევგენი გრუშოვეცმა სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ადვოკატი ამბობს, არ არის დარწმუნებული, რომ ამ ეტაპზე სააკაშვილი სასამართლო პროცესებზე საკუთარი თავის სწორად და ხარისხიანად დაცვას შეძლებს.

„გულწრფელად გეტყვით, რომ ის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მე ვნახე უკრაინაში და ის მიხეილი, რომელიც ახლა ჰოსპიტალშია, სხვადასხვა ადამიანია. შეიძლება არ ვიტყვი რამე პოპულარულს, მაგრამ მე არ ვარ დარწმუნებული, რომ იმ სასამართლო პროცესებშიც კი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ის შეძლებს საკუთარი თავი სწორად და ხარისხიანად დაიცვას, მიუხედავად იმისა, რომ მას ჰყავს ადვოკატები და უფლებადამცველები. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის მოვლენები, რომლებიც მოხდა, შიმშილობის პერიოდი უკვალოდ ნამდვილად არ გასულა და ჩემი ღრმა რწმენით, მიხეილ სააკაშვილს ნამდვილად სჭირდება სულ მცირე რეაბილიტაცია. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ შეუძლიათ ჰოსპიტალში ყველა საჭიროების დაკმაყოფილება, მაგრამ ის, რომ ამ მდგომარეობაში ადამიანი ნამდვილად ვერ შეძლებს საკუთარი თავის ხარისხიანად და სწორად დაცვას, ეს ფაქტია"-განაცხადა ადვოკატმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში